ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.

ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე ზონის მიმართულებით რაკეტები უკანონო დაჯგუფებამ გაუშვა, რის შემდეგაც ერაყის არმიის ერთი სამხედრო დაშავდა, ასევე რამდენიმე ავტომობილი და საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ამოქმედდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად, დიპლომატიური კომპლექსი უმნიშვნელოდ დაზიანდა.