ექვსი წლის ბრიჯერ უოკერს კრივში მსოფლიოს საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭეს
ექვსი წლის ამერიკელ ბიჭს, რომელმაც ძაღლის თავდასხმისგან უმცროსი და გადაარჩინა, მსოფლიო კრივის საბჭომ (WBC) საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა.
პატარა ამერიკელი გმირის ამბავი სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა და ბრიჯერ უოკერი საქციელმა მსოფლიო აალაპარაკა.
ბიჭუნამ დის გადარჩენა მოახერხა, თუმცა ძაღლის თავდასხმისას თავად დაზრალდა და ოპერაციის დროს სახეზე 90 ნაკერი დაადეს.
მსოფლიო კრივის საბჭოში ექვსი წლის გმირის თავდადება დააფასეს და ის ისტორიაში პირველი ბავშვია, რომელმაც კრივში მსოფლიოს საპატიო ჩემპიონის წოდება დაიმსახურა.