ექვსი მალტელი ფეხბურთელი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიცირებულია

21:28, 09.01.2018

მალტის ახალგაზრდული ნაკრების ექვსი ფეხბურთელი „ევრო 2017″-ის შესარჩევ ტურნირზე ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიცირებულია“, – ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გამოძიება შეეხო მალტის ნაკრების მატჩებს ჩერნოგორიისა (0:1) და ჩეხეთის (0:7) წინააღმდეგ, შესაბამისად, 2016 წლის 23 და 29 მარტს.

მალტელთა ორმა ფეხბურთელმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო, ორი – ერთი წლით დაისაჯა, ერთი – წელიწადნახევრითა და კიდევ ერთი – ორი წლით.

მსგავსი