ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატი 1 თებერვალს იწყება
ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატი 1 თებერვალს იწყება

შაბათს, 1 თებერვალს, რაგბიში ექვსი ერის 2020 წლის ჩემპიონატი იწყება.

პირველ ტურში უელსი იტალიას უმასპინძლებს, ირლანდია შოტლანდიას დაუხვდება, ხოლო ინგლისი საფრანგეთს ესტუმრება.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება, რომ ინგლისის ნაკრეის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ექნება 23 წლის ჯორჯ ფერბენკს, რომელიც ტრავმირებულ ენტონი უოლტონს შეცვლის.

ინგლისელებს არ ეყოლებათ ასევე მაკო ვუნიპოლა.

ექვსი ერის ჩემპიონატის პირველი ტური:

1 თებერვალი

უელსი – იტალია (18:15 საათზე თბილისის დროით)
ირლანდია – შოტლანდია (20:45)

2 თებერვალი

საფრანგეთი – ინგლისი (19:00)