ექვსი ერის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო
ექვსი ერის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

ირლანდია იტალიის სარაგბო დაპირისპირიება ოფიციალურად გადაიდო. 6 ერის მე-4 ტურის მატჩი, რომელიც დუბლინში 7 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო არ ჩატარდება. აღნიშული ინფორმაცია მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება აღნიშნული დაპირისპირება. შეგახსენებთ რომ დღეს დილით საგანგებო განცხადება ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა საიმონ ჰარისმა გააკეთა და რაგბის მესვეურებს რეკომენდაციები მისცა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით.

რაგბიში 6 ერის მე-4 ტურის შეხვედრა ირლანდიისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, დუბლინში „ ავივა სთეიდიუმზე“ უნდა ჩატარებულიყო, სადაც იტალიიდან ათასობით გულშემატკივარი გეგმავდა ჩასვლას.