ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთს ეთამაშება - უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთს ეთამაშება - უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალისთვის თბილისში ემზადეა. უმცროსლი „ბორჯღალოსნები“ ტურნირზე გამგზავრებამდე თბილისში საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავენ.

შეხვედრა 29 მარტს, 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.

18-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფრანგ თანატოლებთან შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები:

ხაზი: 15. დავით არობელიძე, 14. ივა კვირიაშვილი, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. ლევან ბუცხრიკიძე, 9. გოგა უშვერიძე.

შერკინება: 1. გაბრიელ რაზმაძე, 2. სანდრო გამყრელიძე, 23 დავით ხურციძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. იოსებ ღვინჯილია, 7. გიორგი ზაზაძე, 8. გიორგი არძენაძე.

სათადარიგოები: 16. ლუკა წიკლაური, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლუკა ბერძენიშვილი, 19. თაზო მეიფარიანი, 20. შოთა გვრიტიშვილი, 21. გიორგი ხონელიძე, 22. გიორგი გაბუნია, 23. ნიკა ხოშტარია, 24. ლუკა ტაბატაძე. 25. გივი ჩიხლაძე, 26. ზაზა ლეჟავა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 7 აპრილს საფრანგეთში გაემგზავრებიან ერის ფესტივალის მატჩები კი ქალაქ ვიშში გაიმართება. ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

10 აპრილი |  საქართველო – იტალია;

14 აპრილი | საქართველო  უელსი;

18 აპრილი | საქართველო – ირლანდია.