ექვსი ერის ჩემპიონატი უელსმა შთამბეჭდავი მოგებით დაიწყო, ინგლისი საფრანგეთში დამარცხდა
ექვსი ერის ჩემპიონატი უელსმა შთამბეჭდავი მოგებით დაიწყო, ინგლისი საფრანგეთში დამარცხდა

2020 წლის ექვსი ერის პირველობა მოქმედმა ჩემპიონმა უელსის ნაკრებმა იტალიის განადგურებით დაიწყო.

42:0 – ასეთი ანგარიში დაფიქსირდა კარდიფის სტადიონ „მილენიუმზე“ გამართულ მატჩში, რომელშიც ჯოშ ადამსმა სამი ლელო დაუდო იტალიელებს, თითოც ნიკ ტომპკინსმა და ჯორჯ ნორთმა დაუმატეს, დენიელ ბიგარმა კი სამიდან სამივე ჯარიმა უკანლოდ შეასრულა.

სხვა მატჩებში ირლანდიამ შოტლანდიას უმასპინძლა და 19:12 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტმა ინგლისის ნაკრებმა კი საფრანგეთში 24-17 წააგო.

მეორე ტურის მატჩები 8-9 თებერვალს გაიმართება.

8 თებერვალი 

ირლანდია – უელსი
შოტლანდია – ინგლისი

9 თებერვალი

იტალია – საფრანგეთი

დატოვე კომენტარი