ექვსი ერის ჩემპიონატი – ინგლისმა ირლანდია დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

10:02, 24.02.2020
Ireland's wing Jacob Stockdale (C) is tackled by England's wing Jonny May (L) during the Six Nations international rugby union match between England and Ireland at the Twickenham, west London, on February 23, 2020. - England won the game 24-12. (Photo by Glyn KIRK / AFP)

ინგლისის ნაკრებმა ირლანდიიუს ეროვნულ გუნდს „დიდი სლემის“ მოპოვების იმედები გადაუწურა, თავად კი წლევანდელი ექვსი ერის ჩემპიონატის მოგების შანსი შეინარჩუნა.

ტვიკენჰემის სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი ინგლისმა 17-0 მოიგო. ირლანდიამ მეორე ტაიმში რობი ჰენშოს ლელოთი უპასუხა, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შეძლო და ინგლისის გამარჯვება ეჭვქვეშ წუთითაც არ დამდგარა – 24-12.

ამ მოგების შემდეგ ინგლისის ნაკრებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

პირველ ადგილზე საფრანგეთია, რომელმაც მესამე ტურში უელსი სტუმრად 27-23 დაამარცხა და ერთადერთი გუნდია წლევანდელ ექვსი ერის ჩემპიონატში, რომელიც „დიდი სლემის“ მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი