„ექვსი ერი“-ს ქვეყნები „მსოფლიო რაგბის“ მიერ შეთავაზებულ „ერთა ლიგას“ განიხილავენ
„ექვსი ერი“-ს ქვეყნები „მსოფლიო რაგბის“ მიერ შეთავაზებულ „ერთა ლიგას“ განიხილავენ

„ექვსი ერის“ ქვეყნებმა „მსოფლიო რაგბის“ მიერ შეთავაზებული „ერთა ლიგის“ განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისმა კავშირებმა კომერციულ დოკუმენტაციაზე მიიღეს წვდომა, რომლის მიხედვითაც და ორგანიზატორების თქმით, ტურნირის ფასი 12 წლის შემდეგ, ხუთი მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა უკვე მოიწონეს „მსოფლიო რაგბის“ გეგმა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში 2022 წელს დაიწყება. 22 მაისს, მმართველი ორგანიზაციის საბჭო დუბლინში შეიკრიბება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთი თანხმობას აცხადებს, თუმცა „ექვსი ერის“ დარჩენილი ხუთი წევრი, ჯერჯერობით თავს იკავებს. ყველაზე მეტად მათ ევროპის პირველი სანაკრებო ტურნირის წევრებს „ექვსი ერიდან“ დაწინაურება/დაქვეითების სისტემის დანერგვა აღელვებთ.