ექვსი ერი - ირლანდიამ საფრანგეთი დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა
ექვსი ერი - ირლანდიამ საფრანგეთი დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა

ექვსი ერის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის დასკვნითი მატჩი გუშინ დუბლინში გაიმართა, სადაც ირლანდიის ნაკრებმა ფრანგები 26-14 დაამარცხა, გამარჯვებაში აღებულ ოთხ ქულას ერთი ბონუს ქულაც დაუმატა და ჩემპიონის ტიტულის დაცვის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ლელოები ირლანდიელთა მხრიდან ბესტმა, სექსტონმა, კონანმა და ერლსმა დადეს, რასაც ფრანგებმა მხოლოდ ორით უპასუხეს.

ამჟამად ექვსი ერის ჩემპიონობის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებს და მათგან ყველაზე ახლოს გამარჯვებასთან პირველ ადგილზე მყოფი უელსის ნაკრებია (16 ქულა), რომელიც ბოლო ტურში ირლანდიას მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, შვიდ ქულას აიღებს (4 + 3 ბონუს ქულა).

მეორე ადგილზე ინგლისია 15 ქულით, რომელიც თავის მოედანზე შოტლანდიას ხვდება, შემდეგ კი ირლანდია მოდის (14), რომელის გასვლაზე იტალიას დაუპირისპირდება.