ექვსი ერი – ირლანდიამ იტალია დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა

21:30, 24.02.2019
ROME, ITALY - FEBRUARY 24:  John Ryan of Ireland is tackled during the Guinness Six Nations match between Italy and Ireland at Stadio Olimpico on February 24, 2019 in Rome, Italy. (Photo by David Rogers/Getty Images)

შანსი იმისა, რომ ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის ჩემპიონობას წელსაც შეინარჩუნებს, ჯერ კიდევ არსებობს.

მწვანეებმა დღეს იტალია 26-16 დაამარცხეს, ბონუს ქულაც მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში ირლანდიელები გააქტიურდნენ. ლელოები მათი მხრიდან ქუინ რუმ, ჯეიკობ სტოკდეილმა, კით ერლსმა და კონორ მიურეიმ დადეს.

ირლანდია ახლა მეორეადგილოსან ინგლისს ერთი, ხოლო ლიდერ უელსს სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ჩემპიონობის შესანარჩუნებლად, გარდა თავგანწირული თამაშისა, იღბალიც დასჭირდება.

რაც შეეხება იტალიას, ამ გუნდმა ექვსი ერის პირველობის ეგიდით ზედიზედ მე-20 მატჩი წააგო.

მსგავსი