ექვსი ერი – ინგლისის ნაკრებმა კრის ეშტონი მოისაკლისა
LONDON, ENGLAND - FEBRUARY 10: Chris Ashton of England is tackled by Gael Fickou of France during the Guinness Six Nations match between England and France at Twickenham Stadium on February 10, 2019 in London, England. (Photo by Visionhaus/Getty Images)
ექვსი ერის მომდევნო ტურის წინ ინგლისის ნაკრებს შემადგენლობაში კვლავ პრობლემები აქვს. დღეს ცნობილი გახდა, რომ 33-კაციან შემადგენლობაში კრის ეშტონი ვერ მოხვდა. სეილ შარკის ვინგერმა ტრავმა საფრანგეთის წინააღმდეგ გასული ტურის მატჩში მიიღო და ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
ეშტონის გარდა, გუნდს ვერ ეხმარებიან მაკო ვუნიპოლა და მარო იტოიე.
შაბათს, 23 თებერვალს, ინგლისი უელსს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
წლევანდელი ექვსი ერის პირველი ორი მატჩი ორივე გუნდმა მოიგო, თუმცა ინგლისი უელსს ორი მოპოვებული ბონუს-ქულით უსწრებს და ცხრილის სათავეში იმყოფება.