ექვსი ერი - ინგლისის ნაკრების კიდევ ერთი დანაკარგი
ექვსი ერი - ინგლისის ნაკრების კიდევ ერთი დანაკარგი

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი კორტნი ლოსი ექვსი ერის წლევანდელ ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უელსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მის მიერ მიღებული ტრავმის სერიოზულობა დადასტურდა.

ნორთჰემპტონის 30 წლის მოთამაშე, როგორც მინიმუმ, ოთხი კვირის განმავლობაი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ უელსისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი კარდიფის მილენიუმის სტადიონზე მასპინძელთა გამარჯვები დასრულდა.

მომდევნო ტური მარტის დასაყისში გაიმართება, ინგლისი კი საკუთარ მოედანზე იტალიას დაუპირისპირდება.