ექვსდღიანი დემონსტრაციების შემდეგ ბარსელონაში სიმშვიდეა
ექვსდღიანი დემონსტრაციების შემდეგ ბარსელონაში სიმშვიდეა

ექვსდღიანი ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ბარსელონაში სიმშვიდეა.

გასული ღამის მასშტაბური აქციის შედეგად, ქალაქის ცენტრში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. მუნიციპალური სამსახურები ქალაქს დილიდან ასუფთავებენ.

ნიღბიანმა ახალგაზრდებმა 19 ოქტომბერს გამართული აქციის დროს გზები გადაკეტეს, სანაგვე ურნები დაწვეს და პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. პოლიციამ საერთო ჯამში 200-მდე ადამიანი დააკავა.

დაპირისპირების შედეგად რეგიონში 182 ადამიანი დაშვდა, მათ შორის 152 ბარსელონაში. სამედიცინო დახმარება პოლიციის 17 თანამშრომელს დასჭირდა.

კატალონიაში მოსახლეობის უკმაყოფილება ავტონომიური რეგიონის ყოფილი ლიდერებისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯამ გამოიწვია. ესპანეთის ხელისუფლება კარლეს პუიჩდემონს და მისი გუნდის ყოფილ წევრებს ამბოხებისკენ მოწოდებასა და თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.