ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებზე მუშაობს
ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებზე მუშაობს

ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ პრობლემაა, როდესაც მოქალაქეები ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს.

„მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა როგორც სამშენებლო პროცესის, ასევე უსაფრთხოების კონტროლი მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღებისას. ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ეს გვაჩვენა ამ წლებმა, როდესაც ცვლილებები განხორციელდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცხოვრათ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ამ დროის განმავლობაში დავინახეთ, რომ ეს არის პრობლემა. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ვაპირებ, მივაწოდო სრული ინფორმაცია იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო მუნიციპალიტეტმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.