ექსკლუზივი უზბეკეთიდან | ტატო გრიგალაშვილი - მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს ჩემპიონობაში [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის დედაქალაქი უკვე მეხუთე დღეა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. 81-კგ წონაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. ამ გამარჯვებით ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში.
ასპარეზობის დღეს მან დაამარცხა ფრანგი უმარ ჯალო, დომინიკელი მედიქსონ დელ ორბე, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საიდ მოლაეის ძლევით კი ფინალში გავიდა, სადაც კარგად ნაცნობ ბეგლიელ მატიას კასეს შეხვდა.
განმეორდა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შეხვედრა თუმცა განსხვავებული დასასრულით, ამჯერად ოქროს მედალი ქართველმა მოიპიოვა.
ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა:
„ძალიან გახარებული ვარ. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გვერდით მედგა და პატარა წვლილი მაინც შეიტანა ჩემს მომზადებაში, ჩემს აქამდე მოსვლაში და ჩემს ჩემპიონაში. Მადლობა ასევე მთლიანად საქართველოს და ჩემს გულშემატკივარს. ყველას ვპირდები ტიტულის დაცვას და კიდევ უფრო გაორმაგებას და გაათმაგებას და რაც მთავარია უფრო დიდ ტიტულებს.“