ექსკლუზივი - „საბურთალოს“ ლევან კორღალიძე გაწვრთნის
ექსკლუზივი - „საბურთალოს“ ლევან კორღალიძე გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან კორღალძე გაწვრთნის, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს და შევიტყვეთ, რომ ამის შესახებ უახლოეს პერიოდში განცახდებას „საბურთალო” გააკეთებს.

ლევან კორღალიძე საფეხბურთო ოჯახშია გაზრდილი და თავად საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო. დასახელებულია მოლდოვის საუკეთესო მოთამაშედ. სამწვრთნელო კარიერა „საბურთალოს” საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ზაფხულიდან „ლოკომოტივში” გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და პარალელურად “ლოკომოტივის” 15-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელიც.

გუნდის მთავარი მწვრთნელი 2019 წლის 9 აპრილს გახდა. ის „ლოკომოტივში” მას შემდეგ დანიშნეს, რაც ეროვნულ ლიგაში არასახარბიელო სტარტის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. კორღალიძის ხელმძღვანელობით, ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი” საბოლოოდ ევროპალიგის საგზურის მფლობელი გახდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში გუნდი ფინანსურ საკითებზე შეუთნხმებლობის გამო დატოვა.

დატოვე კომენტარი