ექსკლუზივი - კაპანაძემ თბილისის „დინამოში“ ივარჯიშა
ექსკლუზივი - კაპანაძემ თბილისის „დინამოში“ ივარჯიშა

ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – გუნდიდან თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე წავიდა, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს.

27 წლის თავდამსხმელს ჯერ თბილისურ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ მისი საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია – კაპანაძემ დღეს თბილისის „დინამოსთან“ ერთად ივარჯიშა კიდეც.

სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც ქუთაისის „ტორპედო“ ლამის ყველა ფეხბურთელმა დატოვა. მხოლოდ თორნიკე კაპანაძე ელოდებოდა გუნდში ვითარებსი გამოსწორებას, მაგრამ იტალიელი ინვესტორის მოსვლის ბოლო თარიღი, 6 იანვარიც ისე მიილია, გუნდში სასიკეთო არაფერი მომხდარა და „ელვამ“ (თორნიკე კაპანაძის ზედმეტსახელია) გუნდი დატოვა.