ექსკლუზივი | გიგა ოჩხიკიძე - ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი მოდის საქართველოში [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარაათლეტმა, გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა, ოქროს მედალი მოიპვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
შეჯიბრების შემდეგ პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მადლობა ყველას მოლოცვისთვის, საოცარი ემოციებია. ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი მოდის საქართველოში და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ წარმატებისთვის და შედეგიც სახეზეა“.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.