ექსკლუზივი - „გენტის“ ნაცვლად „რუბინი“, დავითაშვილი რუსეთის ვიზას ელის
ზუკა დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ლოკომოტივში“ დაუდასტურეს.
დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ევროპაში არ მიდის და ბელგიური „გენტის“ ნაცვლად, რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის „რუბინის“ წინადადებას დათანხმდა.
18 წლის დავითაშვილი ევროპაში წასვლას ელოდა, რადგან მარტში ბელგიაში იყო და „გენტთან“ სიტყვიერი შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მიზეზთა გამო ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, „რუბინის“ წარმომადგენელი კი თბილისში იმყოფებოდა და მართალია, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ დავითაშვილი ტრანსფერზე დაითანხმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რუსეთის ვიზას ელოდება და „რუბინს“ ამის შემდეგ შეუერთდება.