ექიმის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული მოშიმშილე აქტივისტის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი კვლევები
ექიმის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული მოშიმშილე აქტივისტის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი კვლევები

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული მოშიმშილე აქტივისტის მდგომარეობა სტაბილურია. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, მას კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

„112-ის ჯგუფმა შემოიყვანა 34 წლის ქალბატონი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგილკემია, დაბალი არტერიული წნევა, პირღებინების შეგრძნება. პაციენტი მოთავსებულია მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდება კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი დღეს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეკვეთილში, რამდენიმე ადამიანი მე-11 დღეა შიმშილობს. ასევე პერიოდულად იმართება აქციები. აქციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.