ექიმი - ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმი - ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თავს ნორმალურად გრძნობს, – ამის შესახებ პირველ არხს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა.

„მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია. შემოიყვანეს ძლიერი საერთო სისუსტით. მაღალი ალბათობით, კლინიკას მალე დატოვებს. პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის ვაძლევთ კვების რეჟიმის დაცვის რეკომენდაციას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მისი გადაყვანა გახდა საჭირო.

დატოვე კომენტარი