ექიმი რობერტ რედფილდი - აშშ კორონავირუსის გავრცელების პიკს უახლოვდება
ექიმი რობერტ რედფილდი - აშშ კორონავირუსის გავრცელების პიკს უახლოვდება

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის გავრცელების პიკს უახლოვდება. „სიენენის“ ინფორმაციით შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის წარმომადგენელმა, ექიმმა რობერტ რედფილდმა გააკეთა.

„ვფიქრობ, ამ კვირაში ჩვენ შევძლებთ თქმას, რომ ყოველ შემდეგ დღეს უფრო ნაკლები რიცხვი გვექნება“, – განაცხადა ექიმმა.

ექიმს კითხვა ასევე დაუსვეს შეზღუდვების მოხსნაზეც.

„ამ პანდემიამ ქვეყნის სხვადახვა ნაწილს სხვადასხვანაირად შეუტია. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მონაცემებს. შევაფასებთ მას და ამის შემდეგ შევძლებთ თქმას“,- განაცხადა ექიმმა რობერტ რედფილმა.