ექიმი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ არ შეუსწავლიათ, აქვს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის შესაძლებლობა 
ექიმი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ არ შეუსწავლიათ, აქვს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის შესაძლებლობა 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ არ შეუსწავლიათ, აქვს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის შესაძლებლობა. ამის შესახებ გრიგოლ ხურციძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე იქ ექიმებთან რომ მელაპარაკა ამასთან დაკავშირებით, საშუალება არ მქონია. არ ვიცი ამის შესახებ, როგორ გაგცეთ პასუხი. მაგაზე არ გვილაპარაკია და არც ჩვენთან ულაპარაკიათ. ჩვენ პირიქით, მივიტანეთ დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით და იქით დავტოვეთ. აქეთ არაფერი შემოუთავაზებიათ. ჩვენ მივიტანეთ პროტოკოლი, კალიფორნიის შიმშილის დოკუმენტი, რომელიც 20-გვერდიანი დოკუმენტია და ვუთხარით, რომ აქედან აქამდე, თანამედროვე მედიცინაში მიღებული პარამეტრებით და უკვე აპრობირებული მეთოდოლოგიით შეგიძლიათ, ეს ადამიანი გამოიყვანოთ შიმშილის მდგომარეობიდან. თავად ადგილზე არანაირი პროტოკოლი არ უჩვენებიათ.

თუ იქნება იქ პოლიპროფილური კლინიკა, მარტო საკვების მიღება არ არის, აქ არ არის მარტო მარილებისა და ელექტროლიტების შევსება, აქ არის რთული პროცესი, რომ ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე შეიძლება, პაციენტს დასჭირდეს ძალიან ინტენსიური მხარდაჭერა, თვალყურის დევნება და ლაბორატორიის კეთება. ლაბორატორიის საშუალება ნამდვილად აქვთ, მაგრამ სპეციალისტი, რომელიც ამას დაადგება და შეხედავს, იმ ნიუანსებში გაერკვევა, ჩვენ არ ვიცით, იქ თუ არის. აქ მაგიტომ ვართ ამდენი სპეციალისტი წარმოდგენილი, რომ ყველას ჩვენი დარგი გვაქვს. გართულება შეიძლება, მოხდეს ნებისმიერ დარგში“, – განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.