ექიმების განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სამედიცინო დახმარება სჭირდება
ექიმების განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სამედიცინო დახმარება სჭირდება

რუსი ექიმების განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ექიმების თქმით, ბოლოდროინდელი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მას შეიძლება, ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული ან დაემართოს თირკმლის უკმარისობა.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რადგან ზურგის მწვავე ტკივილის და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობას ითხოვდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი, თებერვალში სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.

ოთხმა ექიმმა, მათ შორის ნავალნის პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ ციხის ადმინისტრაციას წერილი მისწერა და ნავალნის სასწრაფო მონახულების ნებართვა მოითხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 17 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის სამედიცინო მკურნალობა „სრულიად უსამართლო და  შეუსაბამოა“.