ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - მივესალმებით საქართველოს მრავალეროვანი საზოგადოების ჭეშმარიტ არჩევანს
ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - მივესალმებით საქართველოს მრავალეროვანი საზოგადოების ჭეშმარიტ არჩევანს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის უზენაეს თანამდებობაზე არჩევნებში უტყუარ გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან მსახურებას. მივესალმებით საქართველოს მრავალეროვანი საზოგადოების ჭეშმარიტ არჩევანს, რომელთა შორის ჩვენი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და მეც მოვიაზრებით. თქვენი არჩევანი ხალხის კეთილდღეობის, მისი განვითარებისა და ევროპის დიდი ოჯახისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯის გარანტიაა. ვლოცულობთ თქვენი წარმატებების, ივერთქვეყნის მშვიდობისა და საქართველოს ყოველი მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თქვენი არჩევანით საქართველოს სომეხთა სათემოსთვის სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული სამომავლო ახალი გზები დაისახება და უფრო განმტკიცდება და განვითარდება ჩვენი, საქართველო-სომხეთის ძირძველი კარისმეზობლური კავშირები. გფარავდეთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მილოცვის წერილში.