ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო არგენტინაში ცხრა დღით მკაცრი კარანტინი გამოცხადდა
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო არგენტინაში ცხრა დღით მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო არგენტინაში ცხრა დღით მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ვითარება განსაკუთრებით რთულია მაისის ბოლომდე იმოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა 18:00 საათიდან დილის ექვსამდე არ შეეძლებათ.

კარანტინის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სატელევიზიო ეთერში ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა გააკეთა.

კარანტინის პერიოდში არგენტინის მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეზღუდული ექნებათ. კერძოდ, ისინი მხოლოდ საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს შეძლებენ გადაადგილებას. მუშაობას განაგრძობენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები. სოციალური, რელიგიური და სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება. დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები.

ბოლო დღე-ღამეში არგენტინაში კორონავირუსის 35 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 745 ადამიანი. სულ კი, არგენტინაში პანდემიის პერიოდში ვირუსი 3,4 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 72 000 კოვიდინფიცირებული.