ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული ფორმატით შედგება 

14:49, 08.04.2021

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ.

სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ხვალ მესამედ მიმართავს. ამ მიზნით ჩანიშნულია რიგგარეშე სხდომა.

მსგავსი