ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩეხეთში სკოლები, ბარები და კლუბები იხურება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩეხეთში სკოლები, ბარები და კლუბები იხურება

კორონავირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლის გამო ჩეხეთში ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა. როგორც „ბიბისი” იუწყება, ქვეყანაში იხურება სკოლები, ბარები და კლუბები, ასევე იზღუდება რესტორნების მუშაობა.

გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებს დისტანციურად ჩაუტარდებათ.

სპეციალური ზომების დაცვით მუშაობას გააგრძელებენ საბავშვო ბაღები.

ამასთან, იკრძალება ექვს ადამიანზე მეტის შეკრება.

შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 3 ნოემბრამდე იმოქმედებს. ამ პერიოდში აკრძალული იქნება საჯაროდ ალკოჰოლის მოხმარება.

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჩეხეთში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.