სუპერმძიმე წონაში ბრიტანელი ჩემპიონის ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა დაიწყო მზადება ტაისონ ფიურისთან საჩემპიონო ბრძოლისთვის.
„მოუთმენლად ველოდებით ამ ბრძოლას. ჯოშუამ უკვე გახსნა საწვრთნელი ბანაკი, ფიურიც მონდომებით მუშაობს. მათ რამდენიმე ადგილს შეთავაზებენ ბრძოლის ჩასატარებლად. თარიღი? ბრძოლა ივლისში გაიმართება. ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლოს ყველა საკითხს დავხურავთ“, – თქვა ჰირნმა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტში ბრიტანელმა მოკრივეებმა ორი ბრძოლის ჩატარებაზე გააფორმეს კონტრაქტი.
გასული წლის თებერვალში ფიურიმ WBC-ის ტიტული მოიპოვა, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი დეონტეი უაილდერი. ჯოშუამ კი WBA-ს, IBF-სა და WBO-ის ტიტულები შეინარჩუნა დეკემბერში ბულგარელი კუბრატ პულევის ძლევით.