სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით (IBF, WBA, WBO და IBO) მსოფლიოს ჩემპიონის ენტონი ჯოშუასა და ბულგარელი კუბრატ პულევის ორთაბრძოლა კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადატანილია.
„დღეისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბრძოლის ახალ თარიღზე. აგრეთვე, შევისწავლით რამდენად არის ამ ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა „ტოტენჰემის“ საფეხბურთო სტადიონზე“, – წერია პრომოუტერული კომპანია Matchroom Boxing-ის განცხადებაში.
თავდაპირველად, ჯოშუასა და პულევის ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო 20 ივნისს, ლონდონში „ტოტენჰემის“ სტადიონზე.