ენტონი ჯოშუამ ყველა დროის სამი საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა
ენტონი ჯოშუამ ყველა დროის სამი საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა

სამი პრესტიჟული ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ, მძიმე წონაში ყველა დროის სამი საუკეთესო მოკრივე დაასახელა.

„მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ჯეკ ჯონსონი, ეჭვგარეშეა, საუკეთესო იყო.
მოჰამედ ალი იყენებდა დიდ საკრივო სცენას არა მხოლოდ თავისი ძალისა და სიმძლავრის დასამტკიცებლად, არამედ, იმისთვის, რომ მოეთხრო მთელი საკრივო აუდიტორიისთვის იმ პრობლემებზე, რომელიც იმ მომენტისთვის ამერიკულ საზოგადოებას აწუხებდა. მან ლეგენდის სტატუსს მიაღწია და ჩვენი სპორტის ხატად იქცა.
ჩემთვის მესამეა – მაიკ ტაისონი. როცა პირველად წავედი კრივზე, სპორტის ეს სახეობა და ყველაფერი მისი წყალობით შევიყვარე. ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო ბრუკლინიდან, მან გაიარა მოზარდთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. მე წავიკითხე მისი წიგნი. ის ჩემთვის მაგალითია“, – მოჰყავს ენტონის სიტყვები BoxingScene-ს.