ენტონი ჯოშუამ კუბრატ პულევი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა (ვიდეო)
ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა სატიტულო ბრძოლაში ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდა.
რინგზე ბრიტანელი დომინირებდა და მეცხრე რაუნდში ბულგარელი მოკრივე ნოკაუტში გაუშვა.
ამგვარად, ენტონი ჯოშუამ ტიტული დაიცვა და IBF, WBA ,WBO ვერსიებით კვლავ საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა.
31 წლის ჯოშუას ანგარიშზე 25 ბრძოლაა, აქედან 24 ბრიტანელი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა (22 ნოკაუტი) და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
პულევმა 30 ბრძოლა გამართა და მარცხი მხოლოდ ორჯერ იწვნია.