ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი განმეორებით ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა
ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი განმეორებით ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა

ენტონი ჯოშუამ მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

ბრიტანელმა მოკრივემ განმეორებით ბრძოლაში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, ენდი რუის ჯუნიორი 12 რაუნდის შემდეგ დამაჯერებლად დაამარცხა. ჯოშუა წინა ბრძოლისგან განსხვავებით გაცილებით კონცენტრირებული იყო.

დისციპლინირებული კრივის დამსახურებით 30 წლის ბრიტანეოლმა სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.