ენტონი ჯოშუა - რუისთან მძიმე ბრძოლა მექნება
ენტონი ჯოშუა - რუისთან მძიმე ბრძოლა მექნება

კრივის სამყარო მოუთმენლად ელოდება ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისს მატჩ-რევანშს, რომელიც საუდის არაბეთში 7 დეკემბერს  გაიმართება.

თანამედროვე კრივის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს.

პირველ შეხვედრაში ენდი რუისმა ჯოშუა დაამარცხა, თუმცა ორთაბრძოლაში ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა.

„სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ენტონი ჯოშუამ თქვა, რომ გულშემატკივრები მისგან ბრძოლის განსხვავებულ სტილს არ უნდა ელოდონ.

„ვერ დაგპირდებით, რომ ვიჩხუბებ, როგორც ტაისონი ან ლარი ჰოლმსი. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ საკუთარი არსენალი გავაუმჯობესო. ვლოცულობ, რომ ასე მოხდეს!

თქვენ ნახავთ გაუმჯობესებულ მებრძოლს, რადგან ჩემი მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია. მე ვიქნები გაცილებით ძლიერი, ვიდრე ნახევარი წლის წინ, მაგრამ ვიცი რომ ბრძოლა მძიმე იქნება“, – განაცხადა ენტონი ჯოშუამ.