ნახევრად მძიმე წონაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილმა მებრძოლმა ენტონი ჯონსონმა ოქტაგონზე დაბრუნება დაანონსა. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა ჯონსონი UFC-ში მძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონში იასპარეზებს.
მებრძოლმა ფრენსის ნგანუსთან დაპირისპირებაც კი ისურვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ენტონიმ აღნიშნა, რომ მას სურს 92 კგ-მდე დაიკლოს და ჯონ ჯონსს დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯონსონი ოქტაგონზე 2017 წლის აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. უკანასკნელი ბრძოლა მან დენიელ კორმიესთან წააგო.