ენტონი ჯონსონს ჯონ ჯონსთან ბრძოლა სურს

16:17, 14.10.2019

ნახევრად მძიმე წონაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილმა მებრძოლმა ენტონი ჯონსონმა ოქტაგონზე დაბრუნება დაანონსა. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა ჯონსონი UFC-ში მძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონში იასპარეზებს.

მებრძოლმა ფრენსის ნგანუსთან დაპირისპირებაც კი ისურვა.  ერთ-ერთ ინტერვიუში ენტონიმ აღნიშნა, რომ მას სურს 92 კგ-მდე დაიკლოს და ჯონ ჯონსს დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯონსონი ოქტაგონზე 2017 წლის აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. უკანასკნელი ბრძოლა მან დენიელ კორმიესთან წააგო.

მსგავსი