ენტონი ფაუჩიმ სენატორები გააფრთხილა, რომ აშშ-ში შეზღუდვები დროზე ადრე თუ მოიხსნება, ვირუსი შესაძლოა ხელახლა გავრცელდეს
ენტონი ფაუჩიმ სენატორები გააფრთხილა, რომ აშშ-ში შეზღუდვები დროზე ადრე თუ მოიხსნება, ვირუსი შესაძლოა ხელახლა გავრცელდეს

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ სენატორები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები დროზე ადრე თუ მოიხსნება, მაშინ შესაძლოა ვირუსი ხელახლა გავრცელდეს.

მისივე თქმით, თუ ექსპერტების მიერ შემუშავებული და ფედერალური მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმა არ შესრულდება, მაშინ ერთი შეხედვით „პატარა კერები“, შესაძლოა ეპიდემიად იქცეს.

„იმედი მაქვს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღის წინაშე დავდგებით, ჩვენ მას ეფექტურად გავუმკლავდებით, ისე რომ ეპიდემიას თავიდადან ავიცილებთ,“ – განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა სენატორების კითხვებს ინტერნეტით უპასუხა. როგორც ცნობილია, ფაუჩი და თეთრი სახლთან მოქმედი კორონავისურთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის კიდევ ორი წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამერიკის რამდენიმე შტატში შეზღუდვების მოხსნის პროცესი უკვე დაწყებულია. ჯორჯიაში, ოკლაჰომაში, ალასკაში და სამხრეთ კაროლინაში ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი უკვე დაშვებულია.