ენტონი ფაუჩი - კარგი იქნება, თუ დონალდ ტრამპი მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს
ენტონი ფაუჩი - კარგი იქნება, თუ დონალდ ტრამპი მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ინფექციური დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორ ენტონი ფაუჩის თქმით, კარგი იქნება, თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ტრამპი ძალიან პოპულარულია და მას დიდი გავლენა აქვს რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე. ამიტომ, თუ ის გამოვა და მოუწოდებს მოქალაქეებს, აცრა გაიკეთონ, დარწმუნებული ვარ, მისი მომხრეები მას მოუსმენენ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ამასთან, ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის დღეს ხელმისაწვდომი ვაქცინების არსებობაში ტრამპის ადმინისტრაციას დიდი წვლილი მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რესპუბლიკელი მამაკაცი ამომრჩევლების 49 პროცენტს ვაქცინის გაკეთება არ სურს.