ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იყო.
„ნაყოფიერი დრო გავატარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შევხვდი. შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის მიმართ ურყევია. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმების პროცესში, რომელიც გარდაუვალია სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინის მომავლისთვის“, – წერს ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
Productive time spent in Kyiv with President @ZelenskyyUa and all those with whom I met. The United States is resolute in the face of Russian aggression and in our support for the reform work needed to ensure a sovereign, democratic, and prosperous future for Ukraine. pic.twitter.com/RaHlRbynM9
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 6, 2021