ენტონი ბლინკენმა ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა - მოხარული ვართ, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული სიახლოვეა
ენტონი ბლინკენმა ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა - მოხარული ვართ, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული სიახლოვეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, მოხარულია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული სიახლოვეა.

„ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორობისთვის, ამ პარტნიორობის გაძლიერებით და ფაქტით, რომ ბევრი კრიტიკული საკითხია, რასთან გამკლავებაც გვიწევს. ამან კიდევ უფრო დააახლოვა აშშ და ევროკავშირი“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც ბორელმა ევროპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა. განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში.

ამასთან, ბორელმა მადლობა გადაუხადა ბლინკენს ძალისხმევისთვის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ, თუმცა აღნიშნა, რომ უნდა გაიხსნას სახმელეთო გზით დახმარების მიწოდებაც. მისივე თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ღაზაში მოსახლეობის გადარჩენა სასწორზე დევს. თქვენ არ შეგიძლიათ ათასობით სატვირთოს შეცვლა საჰაერო ბურთის გაგზავნით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაიხსნას საზღვარი ხმელეთით და გაგრძელდეს ან დაიწყოს მუშაობა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე, რომელსაც ორივე, აშშ და ევროკავშირი მხარს ვუჭერთ. ეს არის ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ბორელმა.