ენტონი ბლინკენმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს
ენტონი ბლინკენმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„სასიამოვნოა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარი, სადაც განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერა, სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და ჩვენი ღრმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ენტონი ბლინკენის და შარლ მიშელის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

„მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ ასევე განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.