ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა პირისპირ შეხვედრამდე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს
ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა პირისპირ შეხვედრამდე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში პირისპირ შეხვედრამდე, უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განიხილეს რიგი საკითხები, მათ შორის უკრაინის საზღვარზე და ოკუპირებულ ყირიმში შორის რუსეთის მხრიდან აგრესიული სამხედრო სამზადისის შეწყვეტის საჭიროება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.