ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს განუცხადებს, რომ აშშ რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას წინ აღუდგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს განუცხადებს, რომ აშშ წინ აღუდგება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ და წინდაუხედავ ქმედებას და დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
არდა ამისა, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრად სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება.