ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება, რომ საკვები არ უნდა იყოს გამოყენებული ომის იარაღად
ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება, რომ საკვები არ უნდა იყოს გამოყენებული ომის იარაღად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება, რომ საკვები არ უნდა იყოს გამოყენებული ომის იარაღად. ეს განცხადება ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფრიკული ქვეყნებისთვის გაკეთებული შეთავაზება, რომ აფრიკული ქვეყნების ნაწილს 50 000 ტონა მარცვლეულს გადასცემს, არ არის საკმარისი და ეს ვერ ჩაანაცვლებს მარცვლეულის იმ რაოდენობას, რომელსაც საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოები „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ იღებდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს დატოვა, რის მიზეზადაც მოსკოვმა დაასახელა, რომ დასავლეთი რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნის პირობას არ ასრულებდა.