ენტონი ბლინკენი - ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი და ხაზი გამესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის
ენტონი ბლინკენი - ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი და ხაზი გამესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის

ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ველაპარაკე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი და ხაზი გამესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – წერს ბლინკენი.