ენტონი ბლინკენი – ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას

22:07, 08.08.2023

ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.

„აშშ სამძიმარს უცხადებს საქართველოში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლეების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად“, – წერს ბლინკენი.

მსგავსი