ენტონი ბლინკენი შუა აზიურ ტურნეს ფარგლებში ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრეზიდენტსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
ენტონი ბლინკენი შუა აზიურ ტურნეს ფარგლებში ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრეზიდენტსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შუა აზიური ტურნეს ფარგლებში ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ყაზახეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ტაშკენტში გამგზავრებამდე ბლინკენი ასტანაში ასევე შეხვედრას გეგმავს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის: ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ეს ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში რეგიონში ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტია და აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პირველ მარტს კი ენტონი ბლინკენი ინდოეთში ჩავა, სადაც დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.