ენტონი ბლინკენი - რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ მისი ქმედებებისთვის, ზეწოლა განვახორციელოთ, რათა საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლა, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ ლონდონში ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ქმედებებს თავისი სახელი დავარქვათ, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მისი ქმედებებისთვის და მოსკოვზე ზეწოლა განვახორციელოთ, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, – წერს ენტონი ბლინკენი.
თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კეთილსინდისიერად იმუშაოს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად და შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ოკუპაცია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინაში ჩავა.