ენტონი ბლინკენი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ამერიკისგან და მისი მოკავშირეებისგან უპასუხოდ არ დარჩება, უფრო მეტიც, შედეგი იქნება ძალიან მძიმე
ენტონი ბლინკენი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ამერიკისგან და მისი მოკავშირეებისგან უპასუხოდ არ დარჩება, უფრო მეტიც, შედეგი იქნება ძალიან მძიმე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ამერიკისგან და მისი მოკავშირეებისგან უპასუხოდ არ დარჩება, უფრო მეტიც, შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

ენტონი ბლინკენის თქმით, მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იყო ძალიან პირდაპირი და გულწრფელი.

„ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან პირდაპირი, გულწრფელი, არაპოლემიკური საუბარი. ეს იყო სერიოზული. მჯერა, საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინს მოუყვება, მეც იმავეს გავაკეთებ პრეზიდენტ ბაიდენთან და უახლოეს მომავალში პრეზიდენტებს სავარაუდოდ, პირადად საუბრის შესაძლებლობაც ექნებათ. როგორც ბოლო დღეებში ვამბობთ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც ნათლად დავაფიქსირე, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, იქნება სერიოზული შედეგი, მათ შორის მაღალეკონომიკური ზომები, რის მიღებისგანაც წარსულში თავს ვიკავებდით. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ძალიან მკაფიოები, როცა ვსაუბრობთ ამ შედეგებზე. ვფიქრობ, მოსკოვმა ძალიან კარგად იცის იმის მასშტაბი, თუ რა არის შესაძლებელი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, ახლა სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული არსებული ვითარების დეესკალაცია.